გენერალური საკონსულო თესალონიკში ინფორმაციას ავრცელებს:
„გენერალური საკონსულოს ოლქში მოქმედ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩარიცხულ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ❗️❗️❗️
თუ ირიცხებით საბერძნეთის აღმოსავლეთ მაკედონია და თრაკიაში, ცენტრალურ მაკედონიაში, დასავლეთ მაკედონიაში და თესალიაში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში და გაქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღოთ გენერალური საკონსულოს ან/და ბერძნული მხარის მიერ ერთობლივად დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში, გთხოვთ, საკონსულოს ელექტრონულ ფოსტაზე – 📧 saloniki.con@mfa.gov.ge მოგვაწოდოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
სახელი გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, სასწავლო დაწესებულება, ფაკულტეტი, სწავლის დაწყებისა და სავარაუდო დამთავრების დრო, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა.
აღნიშნული ინფორმაციის მოწოდება, ასევე, შესაძლებელია გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +30 693 6840912
ღონისძიებებში თქვენი მონაწილეობის გარდა, გენერალური საკონსულოსთვის თქვენს შესახებ საკონტაქტო ინფორმაციის ფლობა უზრუნველყოფს, საჭიროების შემთხვევაში გენერალური საკონსულოს მხრიდან საკონსულო დაცვის განხორციელებასა და თქვენთვის დროული დახმარების აღმოჩენას.
აქვე გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გამო, გენერალური საკონსულო მოკლებულია შესაძლებლობას გამოითხოვოს ინფორმაცია უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებიდან სასწავლებლებში ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეების შესახებ“, – ნათქვამია გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.