კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში მსოფლიო ქალთა გრანპრის სერია მიმდინარეობს.
ქალთა შორის გრანპრის სერია ჭადრაკში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობაა და მასში მსოფლიოს 20 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს, სადაც თითოეული პარტია უმნიშვნელოვანესია საბოლოო შედეგისთვის.
გრანპრის მეოთხე ეტაპზე, მეოთხე ტურში, ნანა ძაგნიძემ თეთრი ფიგურებით, გერმანელი ელიზაბეტ პეტცი დაამარცხა და 2 ქულით V-VII ადგილებს ინაწილებს.
გრანპრის ციკლი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ექვს ტურნირს, თითოეულში 10 მონაწილით.
ყველა მოთამაშე მინიმუმ 3 ეტაპზე ასპარეზობს, სადაც ქულები ეწერებათ დაკავებული ადგილების მიხედვით.
სერიის დასასრულს, ორი საუკეთესო მოჭადრაკე 2026 წლის ფიდეს კანდიდატთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებული კანდიდატთა ტურნირში მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.