სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. რამდენიმე საათის წინ დასრულებულ მატჩში, რომელშიც ქართველი ფორვარდის სან ანტონიომ ნიუ იორკი 120:105 დაამარცხა, მამუკელაშვილმა 1️9️ წუთში 3️4️ ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორიანი ჩააგდო (4 ჩატენა).
აღსანიშნავია, რომ სანდრომ მეორე პერიოდში 8, ხოლო ბოლო პერიოდში 11 წუთი ითამაშა. მისმა წარმოუდგენლად შედეგიანმა თამაშმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ ნიუ იორკ ნიქსს იმედი გადაუწურა, ხოლო სან ანტონიოს გამარჯვება გაუნაღდა.
სანდრო მამუკელაშვილი გახდა კალათბურთელი, რომელმაც ნბა-ს ისტორიაში ერთ მატჩში მოედანზე 20 წუთზე ნაკლებ დროში ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო.
ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.