1918-1921 წლებში შექმნილი საქართველო-იტალიის დიპლომატიური მიმოწერის ასლები ეროვნულ არქივში შეინახება

1918-1921 წლებში შექმნილი საქართველო-იტალიის დიპლომატიური მიმოწერის ასლები დღეიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შეინახება და პირველი რესპუბლიკის პერიოდის კოლექციებს გაამდიდრებს. საარქივო მასალა დამუშავდება და უახლოეს მომავალში თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში გახდება ხელმისაწვდომი.

იტალიაში საქართველოს ყოფილმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბეგლარ თავართქილაძემ ქართული დემოკრატიული მთავრობის მაშინდელ იტალიის სამეფოსთან ურთიერთობის ამსახველი ისტორიული დოკუმენტების შესწავლა 1995 წელს დაიწყო. ამ ხნის მანძილზე თავმოყრილი საარქივო მასალა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილს გადასცა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

ეროვნულ არქივი