თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრესტიჟულ კონკურსზე ნახევარფინალისტის ტიტული მოიპოვა.
ჟან-პიქტეს საერთაშორისო კონკურსი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული შეჯიბრებაა, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის აქტუალურ საკითხებს.
თსუს გუნდმა წარმატებით იასპარეზა ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, შვეიცარიის, კანადის, ინდოეთის, ავსტრალიის, იაპონიის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების 38 გუნდთან ერთად. შედეგად, გუნდმა ნახევარფინალისტის ტიტული და საუკეთესო ორატორის პრიზი მოიპოვა.