ჰოლანდიის ნაციონალური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტს გიორგი ფოცხიშვილს და პრიმა ბალერინა მაია მახათელს მსოფლიო ბალეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას ქორეოგრაფი გელა ფოცხიშვილი ავრცელებს.
„ჯილდო – “მსოფლიო ბალეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის” დაჯილდოვდა ორი ქართველი მსოფლიო ვარსკვლავი, მაია მახათელი & გიორგი ფოცხიშვილი – ცერემონია გაიმართა ლონდონის კოლიზეუმში 😉✊️ წარმატებები ორ დიდ ხელოვან ქართველს! ბრავო! ბრავო! ბრავო!“, – წერს გელა ფოცხიშვილი.