რიგის „ევროპის თასზე“ საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა

რიგაში ევროპის 2025 წლის თასის გათამაშება გაიმართა. ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მედლებისათვის ბრძოლაში დავით გოდერძიშვილმა (-73 კგ) ყაზახი მოწინააღმდეგე დაამარცხა, თორნიკე ფოლადიშვილმა (-90 კგ) ლატვიელ სპორტსმენს სძლია, გიორგი ჟორჟოლიანმა (-100 კგ) კი ნორვეგიელ მეტოქესთან გაიმარჯვა.

ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.