პორტოს მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სკოლას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წევრები სტუმრობდნენ

თებერვლის ბოლოს, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პორტოს მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სკოლას (School of Music and Performing Arts, ESMAE) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წევრები რეზო  კიკნაძე, მანანა ჟღენტი, ილია ინაიშვილი და ნინო მემანიშვილი ეწვივნენ.

განხორციელდა პროექტი (რომელსაც წინ უძღოდა ერთწლიანი მოლაპარაკება) შემდეგი მიმართულებებით:

  1. საორკესტრო მიმართულება, სადაც ჩართული იყო საოპერო მომზადებისა და საგუნდო დირიჟორობის მიმართულებების მოწვეული პედაგოგი, დირიჟორი ილია ინაიშვილი;
  2. მუსიკის ტექნოლოგიის მიმართულება – მანანა ჟღენტი;
  3. კომპოზიციის მიმართულება – რეზო კიკნაძე.

შედგა შეხვედრები პორტოს მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის რექტორთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან (ნინო მემანიშვილი).

დაიგეგმა თანამშრომლობა, რომელიც ითვალისწინებს პორტოს პროფესორთა  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკვალიფიკაციო გამოცდების ჟიურის წევრობას, ასევე მათ მონაწილეობას მასტერკლასებში საშემსრულებლო და მუსიკის ტექნოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის. მოხდა ახალი პროექტის განხილვა მუსიკის ტექნოლოგიის მიმართულებით.

პედაგოგიური მიმართულებით დატვირთული იყო რეზო კიკნაძის გრაფიკი, რომელმაც ინტენსიური მასტეტკლასები ჩაატარა. ილია ინაიშვილმა პორტოს მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების სკოლის სტუდენტურ ორკესტრთან ერთად ინტენსიური რეპეტიციების შემდეგ ორი კონცერტი გამართა.