მერაბ გელაშვილი „კარატე 1 – პრემიერ ლიგის“ ჩემპიონია

ჩინეთში, ქალაქ ჰანგჟოუში, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი „კარატე 1 – პრემიერ ლიგა“ მიმდინარეობს, სადაც მერაბ გელაშვილმა (+ 84 კგ) ფინალში ირანელი სალეჰ აბაზარი ანგარიშით 5:3 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალამდე ქართველმა კარატისტმა გერმანიის, იტალიის, საუდის არაბეთისა და ხორვატიის წარმომადგენლებს სძლია, ნახევარფინალში კი იტალიელი მატეო ავანცინი დაამარცხა.

მერაბ გელაშვილი