ლას-ვეგასში „UFC Fight Night 254″-ის ღონისძიების ფარგლებში საშუალო წონით კატეგორიაში ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ოქტაგონზე იტალიელ მარვინ ვეტორის დაუპირისპირდა. ბრძოლა ქართველი სპორტსმენის გამარჯვებით დასრულდა. მან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეყილებით გაიმარჯვა.
მებრძოლები ერთმანეთს 2023 წელსაც შეხვდნენ, მაშინ, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად იტალიელი დასახელდა. შარშან რომან დოლიძემ „UFC 303″-ზე ენტონი სმიტს, ,,UFC 307″-ზე კი კევინ ჰოლანდს სძლია. ქართველმა მებრძოლმა MMA-ში 18 ბრძოლიდან 15 მოიგო, სამი კი დათმო.