საერთაშორისო ტურნირში ქართველმა ტანმოვარკიშეებმა წარმატრბით იასპარეზეს

თურქეთის ქალაქ  სტამბოლში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი მხატვრულ ტანვარჯიშში “Bosphorus Cup”, რომელშიც 17 ქვეყნის 360 სპორტსმენი.მონაწილეობდა.

საერთაშორისო ტურნირში საქართველოს სახელით 16 ტანმოვარჯიშე გამოვიდა.

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფურში წარმატებით იასპარეზა ორივე ფინალში, როგორც რგოლებით, ასევე გურზებით და ორივეში  მე-3  ადგილი დაიკავა.

ასევე, წარმატებით იასპარეზეს ჩვენმა ინდივიდუალურმა ტანმოვარჯიშეებმა:

ელენე ბაქრაძე (იუნიორი) ფინალი ბურთით,  ელენე წულუკიძე (სინიორი) ფინალი რგოლით და გურზებით.

არა – FIG ტურნირი: ნიტე ბიბილაშვილი მრავალჭიდი მე-3 ადგილი, რგოლი და ბურთი მე-2 ადგილი.  ასევე, ტიტული Little Miss ერგო ანნა ჯიქიას.