კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს  დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა

საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდს  დასავლეთ ევროპული ხელოვნების სამი ნიმუში შეემატა – მე-16 საუკუნის ორი ნახატი  „ქრისტეს ოთხი მოციქული“ და ნატურმორტი „ყვავილები ლარნაკით“.

საქართველოს კულტურის სამინისტრომ  მე-16 საუკუნის უცნობი ვენეციელის ნამუშევარი “ქრისტეს ოთხი მოციქული” იტალიაში, ხოლო მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუში “ლარნაკი ყვავილებით” ბელგიაში, 2024 წლის ბოლოს შეიძინა.

„1921 წლამდე სამივე ნამუშევარი საქართველოში იყო. გასაბჭოების შემდეგ, “ქრისტეს ოთხი მოციქული” ოლდენბურგების კოლექციიდან მოგვიანებით იტალიაში აღმოჩნდა. ნამუშევარი ერთი პანოს ორი ნაწილია.  რესტავრატორების მიერ დათვალიერების შემდეგ, ნახატები ხელოვნების სასახლეში, გოტიკურ დარბაზში გამოიფინება. რაც შეეხება მე-17 საუკუნის ნიდერლანდური სკოლის ნიმუშს – “ლარნაკი ყვავილებით”, ნახატს პირველადი გაწმენდა ჩაუტარდა და ხელოვნების სასახლის საგამოფენო სივრცეში გამოიფინა“, – ნათქვამია საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.