ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იტალიური დიზაინის დღე და ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – „დიზაინი“- პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იტალიური დიზაინის დღე (IDD 2025) და KIU-ს ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – „დიზაინი“- პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ.  მთავარი მომხსენებლები იყვნენ: ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი კარლა ლანჯელა და ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მატეო ვერჩელონი.

ღონისძიების ფარგლებში, KIU-ს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის სკოლის ხელმძღვანელმა მარიამ ბოჭორიშვილმა ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა – “დიზაინი” – წარადგინა, რომელზე მიღებასაც KIU 2025-2026 აკადემიურ წელს აცხადებს. პროგრამა ხორციელდება ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. კურსდამთავრებულები მიიღებენ ორმაგ დიპლომს.

“ITALIAN DESIGN DAY“ – იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივაა, რომელიც საქართველოში უკვე მეცხრედ ჩატარდა. IDD 2025-ის ორგანიზატორები იყვნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), საქართველოში იტალიის საელჩო და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ICE-ITA).