26 აპრილს, ფილადელფიაში საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანები, სტუმრები, სენატორები და უამრავი დამთვალიერებელი ულამაზეს დიდ სივრცეში მოიყრის თავს.
საქართველო ამ ფესტივალზე პირველად ამერიკაში მცხოვრები ჟურნალისტის და დიპლომატის, ლელა ვაშაკიძის დამსახურებით მოხვდა, სწორედ მან გამართა სენატორებთან და ფესტივალის დამფუძნებლებთან მოლაპარაკება და მოიპოვა ფესტივალში მონაწილეობის უფლება და წელს, მისივე სურვილით, საორგანიზაციო საკითხებით დაკავებულია ლელა ნინუა, რომელსაც ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს. რა თქმა უნდა, ჩვენ დავუკავშირდით მას და გვესაუბრეთ.
ჟურნალისტი, „Lelanicorporation“-ის დამფუძნებელი ლელა ნინუა:
ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მნიშვნელოვან ფესტივალზე, ქართველები რითაც გამოვირჩებით ყველაფერი იყოს წარმოდგენილი. დიდ მადლობას ვუხდი ლელა ვაშაკიძეს ნდობისთვის, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ფესტივალზე გამოვა და „ქართულ კვირას“, რადგან ყოველთვის პირველი აშუქებს ასეთ ინფორმაციას. სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანებისთვის თქვენი ყურადღება დიდი საჩუქარია“.
როგორც უკვე მოგახსენეთ, 50 ქვეყნისგან განსხვავებით, ორგანიზატორის, ლელა ნინუას გადაწყვეტილებით, ეს იქნება არტი – მოძრავი გამოფენა და თუ თქვენ ხელოვანი ბრძანდებით და ცხოვრობთ აშშ -ში შეგიძლიათ ამ ექსპერიმენტის და ფესტივალის მონაწილე გახდეთ.