თურქეთის ქალაქ ანტალიაში ძიუდოში ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გათამაშება გაიმართა. ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა ერთი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ტურნირის ჩემპიონი გახდა ნანა გულბიანი (-63 კგ), რომელმაც თურქი მოწინააღმდეგე ჰატიჯე რუმეისა დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონის ტიტული ალექსი გულუას (-50 კგ), სოფიო თათრიშვილს (-57კგ), გიორგი ბაბუციძეს (-66 კგ), ელენე კურდღელიას (-70 კგ) და იოანე აბალაკს (+90 კგ) ერგოთ, ბრინჯაოს მედლებს კი ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ), ქეთი რობაქიძე (-70 კგ) და ნონა კვარაცხელია (+70 კგ) დასჯერდნენ.