ისრაელში არსებული საკვირაო სკოლა „მამულის“ მოსწავლეებმა კონცერტი გამართეს

2025 წლის 8 მარტს, ისრაელში არსებული საკვირაო სკოლა „მამულის“ მოსწავლეებმა, დედის და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი გამართეს. საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა, წაიკითხეს ცნობილი ქართული ლექსები და შეასრულეს ქართველი კომპოზიტორების სიმღერები.

საკვირაო სკოლის მოსწავლეთა წარმოდგენას დაესწრნენ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, რომლებმაც ქართული საკვირაო სკოლის მუშაობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  სკოლის მესვეურებს სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სიგელები გადასცეს.