რამდენად შეუძლია ჩვენს ქვეყანას, რომ თავისი წვლილი შეიტანოს განათლების სფეროს განვითარებაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა გლობალურ ასპარეზზე წარმოაჩინოს. საგანმანათლებლო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებების აუცილებლობაზე ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გვესაუბრება.
ეს გახლავთ სსიპ ვიქტორ ნოზაძის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოძვის საჯარო სკოლის და ააიპ წმინდა ნინოს სახელობის საირხის მართლმადიდებლური სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მენტორი მასწავლებელი ნინო ცარციძე.
– ქალბატონო ნინო, რამ გამოიწვია რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა სასწავლო პროცესში?
– რა შესაძლებლობას ქმნის ჰიბრიდული სწავლება?
– ჰიბრიდული სწავლება მრავალ ახალ შესაძლებლობას ქმნის, თუმცა წარმატებისთვის საჭიროა მოქნილი მიდგომები და უწყვეტი გაუმჯობესება. ამ გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები. მასწავლებლებსა და სასწავლო დაწესებულებებს მოუწევთ ახალი მეთოდების შემუშავება, რათა მაქსიმალურად ეფექტური შედეგები მიიღონ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია უწყვეტი პროფესიული განვითარება ყველა ჩართული მხარისთვის.
– თქვენ ხშირად მონაწილეობთ სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებში, რამდენად სასარგებლოა ეს პროფესიული გამოცდილების სრულყოფისთვის?
– დღეს ბევრს საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე, როგორ შეიძლება ჩავრთოთ ის სასწავლო პროცესში – მსგავსი საკითხი თუ ყოფილა რომელიმე სამიტზე განხილვის საგანი?
– საქართველოში დაგეგმილი სამიტისგან რას ელით?
– გლობალური განათლების სამიტი, რომელიც 2025 წლის 15 მარტს თბილისში გაიმართება, უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ჩვენი პროფესიული ჰორიზონტები გავაფართოოთ და გამოცდილება გავამდიდროთ. ეს სამიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმითაც, რომ ჩვენთან პირველად ტარდება ALERT KNOWLEDGE SERVICES–ის ორგანიზებით. საქართველოს შეუძლია ამ ისტორიული მოვლენის ნაწილი გახდეს, შევიტანოთ წვლილი განათლების სფეროს განვითარებაში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე და წარმოვაჩინოთ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა გლობალურ ასპარეზზე. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლების გამოცდილება და აქტიური მონაწილეობა კიდევ უფრო გაამდიდრებს ამ ღონისძიებას.
– ამ სამიტის მთავარი თემა რომელია?
– თბილისის სამიტის მთავარი თემაა „ჰიბრიდული სწავლების მომავალი: ინოვაციები, გამოწვევები და შესაძლებლობები“, რაც განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოში. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, გავეცნოთ უახლეს ტენდენციებსა და პრაქტიკებს ჰიბრიდული სწავლების მიმართულებით. ეს ყველაფერი მოგვცემს შანსს, აქტიურად ჩავერთოთ დისკუსიებში, გავუზიაროთ გამოცდილება კოლეგებს და ვისწავლოთ სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკებისგან. მჯერა, რომ საქართველოში პირველად ჩატარებული გლობალური განათლების სამიტი განსაკუთრებული და მრავალმხრივი შესაძლებლობების წყარო და შემდგომი მნიშვნელოვანი გლობალური ინტეგრაციის შესაძლებლობა იქნება.
თეონა გოგნიაშვილი