მსოფლიოს წამყვანმა საგანმანათლებლო გამოცემამ K12Digest მთავარ ამბად კატეგორიაში „2025 წლის განათლების ლიდერი მომავლის ხედვით“ „ევროპული სკოლის“ დირექტორის, სოფიო ბაზაძის წარმატების ისტორია დაასახელა.
„სოფიო ბაზაძე უბრალოდ პედაგოგი არ არის, ის ლიდერია, ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სწავლობს და რომელსაც განათლების ძალის სჯერა. ის გამორჩეულია სიმტკიცით და კრეატიულობით. მისი თქმით, მან სტუდენტობის პირველივე დღეებიდან გაიგო, რომ გამძლეობა და მისწრაფება შეუძლებელსაც კი შესაძლებლად აქცევს. სწორედ ამან მოახდინა მის კარიერაზე მნიშვნელოვანი გავლენა…“, – წერია k12digest-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
K12 Digest-ი არის დამოუკიდებელი საერთაშორისო პორტალი და ჟურნალი. მისი მიზანია განათლების ლიდერებს, მასწავლებლებს და სტუდენტებს მიაწოდოს უახლესი ინფორმაცია და ანალიზი სკოლამდელი და საშუალო განათლების შესახებ. K12 Digest-ი ასევე ემსახურება საერთაშორისო სკოლების გამორჩეული ლიდერების და სკოლების წარმოჩენას, რაც ხელს უწყობს გლობალური განათლების ტრენდების გაზიარებას.