სალომე ჭაჭუამ და დენი ო’კაროლმა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” მაყურებელს კიდევ ერთი ენერგიული ცეკვა შესთავაზეს, 30 ქულა დააგროვეს და ნახევარფინალში მოხვდნენ.
სალომე ჭაჭუა თავის გულშემატკივრებს მადლობას უხდის სოციალურ ქსელში და იქვე დენი ო’კაროლსაც მიმართავს, რომ ამაყობს მისით.