ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ქართველმა ტყვიის მსროლელმა, მარიამ აბრამიშვილმა 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ფინალში 212,1 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.
მარიამ აბრამიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპი 575 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა.