ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს, სადაც ქართველი მოჭიდავეები წარმატებით გამოდიან.
ქართველი მოჭიდავე იური ლომაძე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ჩემპიონია. იურიმნ (72 კგ) ფინალურ შეხვედრაში თურქი მეჰმეთ მუსტაფა შაჰინი ანგარიშით 8:3 დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. ფინალურ დაპირისპირებამდე მან სერბი და ლიეტუველი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ქართველ ოთარ აბულაძეს შეხვდა და 6:3 სძლია.
მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში იაპონელი იუტა ნარა ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებამდე მან გერმანელი და ფინელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნახევარფინალური შეხვედრა კი თურქ მეტოქესთან დათმო.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი მელიამ (97 კგ) ფინალური შეხვედრა ბულგარელ კირილ მილენოვ მილოვთან ანგარიშით 4:0 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალურ დაპირისპირებამდე მან დანიელი, ყირგიზი და თურქი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი ავსტრიელ მეტოქეს სძლია.
გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ფინალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ასპარეზობა ვერ შეძლო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალურ დაპირისპირებამდე მან უნგრელი და კატარელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ნახევარფინალში კი შვეიცარიელ მეტოქეს სძლია.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ამირან შავაძემ (60 კგ) ფინალური შეხვედრა იაპონელ იუ შიოტანისთან ანგარიშით 9:0 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ფინალურ დაპირისპირებამდე მან თურქი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ნახევარფინალში კი ჩინელ მეტოქეს სძლია.
მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) კი ფინალური შეხვედრა თურქ ემრე მუთლუსთან ანგარიშით 7:4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. მუჰამედ მალოს სადებიუტო ტურნირის ფინალურ დაპირისპირებამდე მან ყირგიზი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ნახევარფინალში კი ყაზახ მეტოქეს სძლია.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტირანას სარეიტინგო ტურნირზე შვიდი მედალი და გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.