ჯონი ხეცურიანმა სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გუშინ მედლები ორ წონით კატეგორიაში – 63 და 67 კილოგრამებში გათამაშდა, სადაც 67 კგ-ში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ჯონი ხეცურიანი გახდა.

ჯონი ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახი მაულკანოვი 7:2 დაამაცხა და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.