1 მარტს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კამერული მუსიკის კონცერტს სიმებიანი ანსამბლი Ensemble Kobe გამართავს.
ფლეიტა / დირიჟორი: ტადაჰირო იანო
ალტი / დირიჟორი: ზაზა გოგუა
პროგრამა:
– ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი / გუსტავ მალერი – სიმებიანი კვარტეტი No. 11 “Serioso”
– შიგეაკი საეგუსა – რექვიემი მიწიძვრის მსხვერპლთათვის
– სულხან ცინცაძე – ექვსი მინიატურა სიმებიანი ორკესტრისათვის
– აკირა ნიშიმურა – ადაჟიო, ეძღვნება ვოლფგანგ შულცის ხსოვნას
– ვაჟა აზარაშვილი – კონცერტი ჩელოსათვის (გადამუშავებული ალტისათვის ზაზა გოგუას მიერ)
– იასუში აკუტაგავა – ტრიპტიხი სიმებიანი საკრავებისათვის.