სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 24 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების უდიდეს საერთაშორისო გამოფენაზე GULFOOD 2025 იყო წარმოდგენილი.
გამოფენა დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიმართა. აღნიშნული საკვები და სასმელი პროდუქტების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევა.
„GULFOOD ყოველწლიურად 5000-ზე მეტ მონაწილესა და 100 000-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ წელს გამოფენაზე ვიზიტორების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დაფიქსირდა.
ქართული დელეგაცია ღონისძიებაზე მრავალფეროვანი პროდუქციით იყო წარდგენილი. კერძოდ: თხილი და თხილის პროდუქტები, თაფლი, ყველი, ჩაი, ხილის და ბოსტნეულის წვენები, ხორცპროდუქტები და სხვა“, – ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.