ტირანში, სარეიტინგო ტურნირზე 16 ქართველი იასპარეზებს

26 თებერვლიდან, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი დაიწყება.

ხუთდღიანი შეჯიბრების პირველი ორ დღეს – 26 და 27 თებერვალს, ხალიჩა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ და ამ ორ დღეში ათივე წონით კატეგორიაში გამოავლენენ ჩემპიონებსა და პრიზიორებს.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტირანაში შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

რობერტ დინგაშვილი (57 კგ), გიორგი ღონიაშვილი, დავით აბდალაძე (ორივე – 61 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (65 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ), გიორგი ელბაქიძე, ოთარ ბაგაური (ორივე – 74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე, თორნიკე თულაშვილი (ორივე – 79 კგ), ტარიელ გაფრინდაშვილი, თამაზ ნიკოლეიშვილი (ორივე – 86 კგ), მირიან მაისურაძე, თეიმურაზ ქოჩქიანი (ორივე – 92 კგ), დათო ფირუზაშვილი (97 კგ), სოლომონ მანაშვილი, გივი მაჭარაშვილი (ორივე – 125 კგ).

მთავარი მწვრთნელი: დავით ხურცია; მწვრთნელები: დავით ოთიაშვილი, ლევან ჩერტკოევი.