სალომე ჭაჭუამ და დენი ო’კაროლმა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ კვირაში სალსა შეასრულეს.
წყვილმა, როგორც ყოველთვის, ენერგიული ცეკვა შესთავაზა მაყურებელს. ქულების და ხმების შეჯამების შემდეგ სალომე ჭაჭუა და დენი ო’კაროლი აუტსაიდერებში მოხვდნენ, მაგრამ ჟიურის გადაწყვეტილებით ცეკვავენ ვარსკვლავების მაყურებელი მათ მომავალ კვირაშიც იხილავს.