საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე გერმანიის ობერლიგაში დიდი წარმატებით ასპარეზობს.
თორნიკე’ „SC NT Nürnberg 1“ -ის სახელით გამოდის და მის აქტივში 7-იდან 6,5 ქულაა, რაც მთლიანად საკლუბო ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი გახლავთ.
საფრანგეთში დასრულდა რიგით 41-ე ღია ტურნირი „Cappelle la Grande“, სადაც ორი ქართველი მოჭადრაკე: ირაკლი ახვლედიანი და ნიკოლოზ პეტრიაშვილი ასპარეზობდა. ორივე მათგანმა 9-დან 6,5 ქულა დააგროვა.
ირაკლიმ 10 სარეიტინგო ქულა მოიმატა, ხოლო ნიკოლოზმა 7 ქულა შემატა საკუთარ რეიტინგს.
ირაკლი ახვლედიანმა მესამედ შეასრულა საერთაშორისო ოსტატის ნორმა და ფიდეს უახლოეს კონგრესზე წოდების მფლობელი გახდება.