თეიმურაზ ლეჟავამ ქართული ღვინო – “საქმიელა” ეჰიმეს პრეფექტურის გუბერნატორს, ტოკიჰირო ნაკამურას გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ღვინის დიპლომატიის პროექტის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო – “საქმიელა” ეჰიმეს პრეფექტურის გუბერნატორს, ტოკიჰირო ნაკამურას გადასცა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი  იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად იაპონიის რეგიონებში საქართველოს მეღვინეობის კულტურის პოპულარიზაციას ისახავს.

ეჰიმე 30-ე პრეფექტურაა, რომელსაც პროექტის ფარგლებში ქართული ღვინო გადაეცა.

თეიმურაზ ლეჟავა