24 თებერვლიდან მონტენეგროში სტარტი აიღეო მსოფლიო პირველობამ 20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს ღირსებას ჩემპიონატზე დაიცავენ:
ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივი ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებულები და პრიზიორები:
ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე და ლუკა კილაძე.
საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი აკაკი ყალიჩავა.
ჩემპიონატზე მსოფლიოს 65 ქვეყნის 263 მოჭადრაკე იასპარეზებს.