ჰაიდელბერგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პარაძიუდოში (J1) უსინათლოთა შორის ჩვენმა პარაძიუდოისტებმა მიშიკო შიობრიშვილმა და რამინ ყიფშიძემ მაღალი სინჯის მედლები მოიპოვეს.
მიშიკო შიობრიშვილმა 81კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. ნახევარფინალურ ბრძოლაში კანადელი მოწინააღმდეგე დაამარცხა, ფინალში ყაზახ პარაძიუდოისტთან დათმო ბრძოლა და ვერცხლის პრიზიორი გახდა.
ამავე ტურნირზე რამინ ყიფშიძე 95 კგ.წონაში გამოვიდა, ბრიტანელ მოწინააღმდეგესთან შეხვედრისას დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.