მარტინ ჰელსტრომმა სამადლობელი წერილი გამოუგზავნა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას

ტრადიციულად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკვალოფიკაციო გამოცდებს მუდმივად ესწრებიან მსოფლიოს წამყვანი უმაღლესი მუსიკალური  სასწავლო დაწესებულებების პროფესორები საგამოცდო კომისიის წევრთა და თავმდჯდომარეთა რანგში. ვიზიტისას ისინი ატარებენ შეხვედრებს, ლექციებსა და მასტერკლასებს კონსერვატორიის სტუდენტებისთვის.

2025 წლის საკონცერტმაისტერო დაოსტატების მიმართულების  საკვალიფიკაციო გამოცდების კომისიის თავმჯდომარე სტოკჰოლმის მუსიკის,  ცეკვისა და დრამის აკადემიის პროფესორი, პიანისტი მარტინ ჰელსტრომი გახლდათ.

გამოცდის შემდეგ მან სამადლობელი წერილი გამოუგზავნა კათედრის წევრებს და ზოგადად კონსერვატორიას.

„მოხარული ვარ, რომ 2025 წლის 4 თებერვალს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საკონცერტმაისტერო დახელოვნების მიმართულების გამოცდების კომისიის წევრი ვიყავი. მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა სტუდენტს მათი შესრულებისთვის. ნათელი იყო, რომ მოსამზადებლად დიდი ნიჭი, შრომა და მუსიკის სიყვარული იყო ჩადებული!

განსაკუთრებით გამიხარდა, რომ სოლისტისა და კონცერტმაისტერის როლი არა პასიურად, არამედ აქტიურად და შემოქმედებითად იყო აღქმული, მომღერლებთან და ინსტრუმენტალისტებთან თანამშრომლობის სულისკვეთებით. ეს იგრძნობოდა როგორც კამერული მუსიკისა და ლიდის დახვეწილ ფრაზირებაში, ასევე ოპერის ამონარიდებში დრამატულობასა და ორკესტრული დაკვრის სტილში.

ჩემი კომპლიმენტები სტუდენტებსა და პედაგოგებს!

საუკეთესო სურვილებით,

მარტინ ჰელსტრომი

ასისტენტ-პროფესორი,

სტოკჰოლმის ხელოვნების უნივერსიტეტი”