„ეშმაკის მათრახი“ – საქართველოს თავისუფალი პრესის ნიმუში

„ეშმაკის მათრახი“ – საქართველოს თავისუფალი პრესის ნიმუში, იუმორისტული ჟურნალი, რომლის გამოცემა 1907 წელს დაიწყო.

ჟურნალში სათქმელის გამოხატვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო ოსკარ შმერლინგის, ალექსანდრე ზალცმანის, შალვა ქიქოძისა და სხვა ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი კარიკატურები.

პერიოდულ გამოცემაში ასევე იბეჭდებოდა საინტერესო პამფლეტები, ფელეტონები და პუბლიცისტური წერილებიც კი.

დაუნდობელი კრიტიკის გამო „ეშმაკის მათრახი“, რომელიც 1921 წლამდე გამოდიოდა, მანამდეც არაერთხელ დახურულა.

გამოცემა დაცულია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პრესის მუზეუმსა და სხვა ფონდებში.

📷 საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ეშმაკის მათრახი