24 -დან 28 თებერვლის ჩათვლით, erasmus+ მობილობის ფარგლებში, მილანის კონსერვატორიის პროფესორი ლუიჯი მაჯისტრელი მასტერკლას ჩაატარებს.
მასტერკლასი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 401-ე აუდიტორიაში 11: 00 საათზე ჩატარდება.
როგორც სოლისტი იგი გამოდიოდა Pomeriggi Musicali, Angelicum, Teatro Litta, Radio of Milan, Città di Magenta, Vivaldi Val Camonica, Legnano Symphony Orchestra, Grande Orchestra Romantica of Milan, Beijing Wind Band და სხვა ორკესტრებთან ერთად.
მას მრავალ კამერულ ანსამბლებთან უმუშავია.
ერთი წლის განმავლობაში იყო Sanremo Symphony Orchestra-ს წამყვანი კლარნეტისტი და ასევე უკრავდა Pomeriggi Musicali, Angelicum, Gaspare da Salò, Cantelli, მილანისა და ტურინის რადიოს ორკესტრებში, Orchester der Jahrhunderte-ში (გერმანია), მოლდოვის რადიოს სიმფონიურ ორკესტრში და სხვ. ასევე მონაწილეობდა International Orchestra of Italy-ის საგასტროლო ტურნეებში.
რამდენიმე წელი ასრულებდა წამყვანი კლარნეტისტის როლს Milano Classica-ს კამერულ ორკესტრში და Cremona Barock Orchestra-ში ისტორიულ ინსტრუმენტებზე. მონაწილეობა აქვს მიღებული კონკურსებში გენუასა და სტრესაში, სადაც რამდენიმე ჯილდო მოიპოვა.
ის წარდგა მსოფლიოს მრავალ სცენაზე, მათ შორის იტალიის წამყვან ქალაქებში, შვეიცარიაში, მალტაში, ავსტრიაში, ბელგიაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ლატვიაში, ლიტვაში, პორტუგალიაში, რუმინეთში, კენიაში (ნაირობის ეროვნული თეატრი), ინდოეთში, გერმანიაში, ფინეთში, ისრაელში, კანადაში, მექსიკაში, აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, რუსეთში და იაპონიასა და ჩინეთში პიანისტ სუმიკო ჰოჯოსთან დუეტში.
მან ჩაწერა 90-მდე ალბომი, როგორც სოლისტმა, ორკესტრებთან და კამერულ ანსამბლებთან ერთად ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა Pongo Classica, Bayer Records, Gallo, Nuova Era, Stradivarius, Urania/Leonardo, Arta Records (ისტორიულ კლარნეტებზე), ASV, Clarinet Classics, Centaur Records, Leonarda, Talent Records, Davinci, MDG Gold, Orfeo. მას კოლაბორაცია ჰქონდა ცნობილი კლარნეტისტ Dieter Kloecker-თან და შეასრულა ჩანაწერი მილანის La Scala Philharmonic ორკესტრთან, რიკარდო მუტის დირიჟორობით Sony Classical-ისთვის. Milano Classica Orchestra-სთან ერთად მან ჩაწერა ალბომი Dynamic-ისთვის.
მან ასევე ჩაწერა მოცარტის ორი ალბომი Camerata Tokyo-სთვის ლეგენდარულ კლარნეტისტ Karl Leister-თან, რომელიც 34 წლის განმავლობაში Berlin Philharmonic-ის წამყვანი კლარნეტისტი იყო. ასევე ორი ალბომი Dieter Kloecker-თან ერთად. მისი ჩანაწერები გაჟღერებულა იტალიის ეროვნულ რადიოში (RAI) და BBC London-ში.
ლუიჯი მაჯისტრელი რედაქტირებას უკეთებს უცნობ ნაწარმოებებს კალერნეტისთვის გამომცემლობების დაკვეთით: Eufonia, Accolade, Trio Musik, Poco Nota Verlag, Davinci და Musica Rara.
ის საერთაშორისო კლარნეტისტთა საზოგადოების იტალიის წარმომადგენელია და მონაწილეობდა მსოფლიო მასშტაბით გამართულ კლარნეტისტთა კონგრესებში. ჩატარებული აქვს მასტერკლასები და ლექციები იტალიაში, ესპანეთში, ავსტრიაში (Mozarteum Academy, ვენის უნივერსიტეტი), გერმანიაში, ბელგიაში, ჩინეთში, ისრაელში, სამხრეთ კორეაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ლატვიაში, რუსეთში, ლიტვაში, ბულგარეთში, რუმინეთში, მექსიკაში, აშშ-ში (Mississippi Southern University, Los Angeles State University) და ისლანდიაში (Reykjavik Academy of Arts).
მას აქვს პირადი კოლექცია, რომელიც 260 სხვადასხვა ტიპის კლარნეტს მოიცავს.
ამჟამად, ლუიჯი მაჯისტრელი მილანის კონსერვატორიაში კლარნეტის პროფესორია“, ნათქვამია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.