ქართველი ფიგურული მოციგურავე ინგა გურგენიძე ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია,
ინგა გურგენიძემ მოკლე პროგრამაში მესამე ადგილი დაიკავა. ქართველმა მოციგურავემ გუშინ გაცილებით უკეთ იასპარეზა და მსაჯებისგან საუკეთესო ქულებიც (71.90) დაიმსახურა. გურგენიძეს ორივე პროგრამის ჯამში 128.97 ქულა დააგროვა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ინგა გურგენიძე საქართველოს ისტორიაში პირველი სპორტსმენია, ვინც ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების ისტორიაში საქართველოს დღემდე სამი მედალი ჰქონდა მოპოვებული და სამივე ვაჟთა ფიგურულ ციგურაობაში. ვერცხლის მედლით პირველმა მიაღწია წარმატებას ვახტანგ მურვანიძემ (1997), შემდეგ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა ეგაძემ (2017), ბოლოს კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა კონსტანტინე სუპატაშვილმა (2023).