გიორგი ვაჩნაძე ტოკიოს სამუსიკო კოლეჯს ეწვია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ბატონი გიორგი ვაჩნაძე ტოკიოს სამუსიკო კოლეჯს (იაპონიის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსერვატორია) ეწვია, სადაც კოლეჯის გამორჩეულ სტუდენტებთან მასტერკლასები და გაკვეთილები ჩაატარა.

იგი ასევე შეხვდა კოლეჯის პრეზიდენტს,  ცნობილ კომპოზიტორს ნოდაირას. დაიგეგმა სტუდენტების გაცვლითი პროექტები.

ასევე ბატონმა გიორგიმ ჩაატარა მასტერკლასები და გაკვეთილები ოსაკას სამუსიკო კოლეჯში,  სადაც ასევე შეხვდა კოლეჯის პრეზიდენტს.