საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ ლექცია ჩაატარა ორგანიზაცია “Tokyo Conventions and Visitors Bureau”-ში.
ლექციის ფარგლებში ელჩმა მსმენელებს საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და კულტურული უნიკალურობის შესახებ ესაუბრა და გრძელვადიანი მოგზაურების მოზიდვის კუთხით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.
სტატიაში მონათხრობია ელჩის საქმიანობისა და პირადი ცხოვრების, აგრეთვე მის მიერ იაპონიაში საქართველოს პოპულარიზაციის თაობაზე.