საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასზე 3 მედალი მოიპოვა

8-9 თებერვალს, იტალიაში გენუის ევროპის თასი გაიმართა კადეტებს შორის, სადაც საქართველოს ღირსებას 11 გოგონა: -44კგ ნატალი იაშვილი; -48კგ სალომე მერკვილაძე; -52კგ მარიამ გულიაშვილი, სოფიო თათრიშვილი; -57კგ თინათინ გულბანი, თამარ გამიაშვილი; -63კგ ლიზი მარხვაიძე; -70კგ ქეთი რობაქიძე, ელენე კურდღელია; +70კგ ნონა კვარაცხელია, ბარბარე გელაშვილი იცავდა.

საბოლოო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ევროპის თასზე 3 მედალი მოიპოვა. ქეთი რობაქიძე და მარიამ გულიაშვილი კადეტთა გენუის ევროპული თასის ვიცეჩემპიონები გახდნენ, ხოლო ელენე კურდღელიამ კადეტთა გენუის ევროპული თასის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.