კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან 2 მედლით ბრუნდება

საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ნაკრები პოლონეთიდან, ევროპის ჩემპიონატიდან 2 მედლით ბრუნდება:

პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში გამართულ ევროპის 52-ე ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, პირველად  გოგონებს შორის (კუმიტე, -47 კგ.), სალომე ქაქუთიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისი პირადი მწვრთნელია ცეზარ ჯანჯღავა.

ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა მერაბ გელაშვილმა (U21, +84 კგ), ის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.