გამოიცა მინდია ზვიადაურის პოეზიის კრებული

გამომცემლობა “მერიდიანმა” გამოსცა პოეტ მინდია ზვიადაურის წიგნი “ჯოჯოხეთის მეშინია, სამოთხის კი მრცხვენია”. კრებულის წინასიტყვაობიდან ვიგებთ, რომ ეს ავტორის მეორე პოეტური კრებულია, რომელიც თანამედროვე ქართული პოეზიის საყურადღებო მოვლენას წარმოადგენს.

„ავტორის ლირიკული გმირი, რომელიც მუდმივ დიალოგშია საკუთარ თავთან და ღმერთთან. კრებულში მკაფიოდ იკვეთება ხევსურული პოეტური ტრადიციის გავლენა, რაც ვლინდება არა მხოლოდ თემატურ დონეზე, არამედ ლექსის რიტმულ­მეტრულ სტრუქტურაშიც. განსაკუთრებით, აღსანიშნავია ციკლები: „მთის სატრფიალო“ და „ხევსურული ბალადა“, სადაც ფოლკლორული მოტივები ტრანსფორმირდება ეგზისტენციალურ განზომილებაში. ვფიქრობთ, წიგნი საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს“- აღნიშნულია კრებულის წინასიტყვაობაში.

ლოლოგი იზა შუბითიძე, რომელიც კრებულის რედაქტორია და პოეტთან წლებია მეგობრობს, მოგვითხრობს: „მინდია სულ რაღაც 20 წლისა იყო, როცა მამამ, ავთანდილ (ფრუშკე) ზვიადაურმა, ეს მზისქვეშეთი დატოვა. დარჩა ლოგინს მიჯაჭვული დედა, არაჩვეულებრივი მეუღლე, ორი ულამაზესი გოგონა… ორი ოთახი და „რთული ცხოვრების უარმყოფი, მცირედითაც კმაყოფილი” ოჯახი… მინდია 90-იანი წლების შვილია და მის მგრძნობიარე სულზეც აისახა ის ტკბილ­-მწარე დროება:

„ნაომარ მამებისგან ნასწავლი თაობა

ვართ,

ცრემლიან დედებისგან გოდებით

გამოზრდილნი”.

შემდეგ იყო მონასტერი – ერთი დიდი, უფლის

მადლით შეკრული ოჯახი, სადაც სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, სიწმინდე, უწყვეტი ლოცვის მადლი და ბედნიერება სუფევდა. უფალმა თავისთან მიიყვანა და ღვთის გზაზე დააყენა.

მინდია ზვიადაურის ფესვები სოფელ არჭილოშია და მის პოეზიას მუდმივად გასდევს თავისი ხალხის ის სულიერი განცდები და სევდა, რაც მშობლიური კუთხის დატოვებითაა გამოწვეული. პოეზია მამამ შეაყვარა. ჯერ კიდევ სულ პატარას ვაჟა-­ფშაველას ლექსებსა და პოემებს უკითხავდა, საიდანაც ბუნების შთაგონებით გაცოცხლებული ვაჟას პერსონაჟები ესაუბრებოდნენ სიკეთეზე, ვაჟკაცობაზე, მაღალ მორალურ ფასეულობებზე, პატრიოტიზმზე, რწმენაზე, მოვალეობებზე, სამართალზე, ისტორიასა და ადამიანობაზე. მას მერე პოეზია მისთვის სულის საზრდო გახდა. აკი წერს კიდეც ერთგან: „პოეზია არის ჩემი საუნჯეო”. წერს და ყოფიერებას ასე იმსუბუქებს. ეს წიგნიც, რომლის რედაქტორობაც მანდე, შენი ნიჭიერების დასტურია.“

გაცნობებთ, რომ წიგნის წარდგენა მოხდება 17 თებერვალს მწერალთა სახლში, მისამართზე ივანე მაჩაბლის 13 – ნომერში, 18 საათზე. დასწრება თავისუფალია. გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხის ნაწილი  ქველმოქმედებას მოხმარდება.

 

მინდია ზვიადაური