თბილისში, ყინულის ჰოკეისტთა შეჯიბრებით სტარტი აიღო ევროპის ზამთრის ახალგაზრდულმა ოლიმპიურმა ფესტივალმა. ჰოკეისტებს დიღომში მდებარე ახლად აშენებული თანამედროვე სტანდარტების ყინულის არენა მასპინძლობდა.
პირველი მატჩი ჩეხეთისა და სლოვაკეთის გოგონათა ნაკრებ გუნდებს შორის გაიმართა. ასპარეზობა ჩეხების გამარჯვებით, ანგარიშით 4-0 დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო კერძოდ, თბილისი, ბაკურიანი, ბათუმი 9-16 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს. შეჯიბრებები სპორტის 8 სახეობაში გაიმართება, საქართველოდან კი სპორტის 3 სახეობაში 8 სპორტსმენი იასპარეზებს.
შეჯიბრებებზე დასწრება თავისუფალია.