რამდენიმე დღის წინ, ზალცბურგის ფესტივალზე 15 წლის კომპოზიტორისა და პიანისტის, ცოტნე ზედგინიძის პირველი სიმფონიური ნაწარმოების მსოფლიო პრემიერა გაიმართა. აგრეთვე, შესრულდა ცოტნეს სონატა, რომელიც მან სპეციალურად ქართველ მევიოლინეს ლიზა ბათიაშვილს დაუწერა. საღამოს ცნობილი მუსიკოსი ფრანსუა ლელუ დირიჟორობდა.
ლიზა ბათიაშვილი: „ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად ცოტნეს და მის შემოქმედებას, პირველ განყოფილებაში შესრულდა მოცარტის სიმფონია, რომელიც 8 წლის ასაკში შექმნა, შემდეგ ცოტნეს სონატა დავუკარით. შემდეგ მე და ფრანსუამ შევასრულეთ ბახის ორმაგი კონცერტი. მეორე განყოფილება კი ცოტნეს სიმფონიის მსოფლიო პრემიერას და მოცარტის უკანასკნელ სიმფონიას დაეთმო. შემიძლია ვთქვა, რომ ისტორიული საღამო იყო. კიდევ ერთხელ ვულოცავ ცოტნეს და ყველა ქართველს ამ წარმატებას“
ინფორმაციას ConceptArt-ი ავრცელებს.