სალომე ჭაჭუა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში კვლავ მონაწილეობს. ამჯერად მისი პარტნიორი 1983 წელს დაბადებული, ირლანდიელი მსახიობი და პროდიუსერი, დენი ო’კაროლი არის.
სალომეს და დენის წყვილმა ჟიურის წინაშე ცეკვა ჩა – ჩა – ჩა შეასრულა, მთელი დარბაზი გაამხიარულა და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.