ანასტასია გუბანოვამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპის  ჩემპიონატზე, ქალთა კატეგორიაში, მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა. მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობდა საქართველოს ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა. ორი პროგრამის ჯამში კი ევროპის ჩემპიონი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი ესტონელი სპორტსმენი ნინა პეტროკინა გახდა, ანასტასია გუბანოვამ კი ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი შედეგი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ 198,62 ქულით მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ანასტასიას მოკლე პროგრამაში გამარჯვებისთვის მცირე ოქროს მედალი გადაეცა.

საქართველოს ნაკრებისთვის ანასტასია გუბანოვას ვერცხლის მედალი 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეორე მედალია ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავას მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედლის  შემდეგ.

ანასტასია გუბანოვა