ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე სატურნირო დღეს მოკლე პროგრამები 25 ქვეყნის 34 -მა მამაკაცმა წარმოადგინა, მათ შორის საქართველოს ნაკრების წევრმა ნიკა ეგაძემ, რომელმაც მსაჯებისაგან 91,94 ქულა დაიმსახურა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ლუკა თავისუფალი პროგრამის წინ ჯერჯერობით მე- 2 ადგილზეა. მან პირველი პოზიცია მხოლოდ ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ფრანგ სპორტსმენს ადამ სიაო ხიმ ფას დაუთმო.
თავისუფალი პროგრამა ტალინში შაბათს, 1 თებერვალს გაიმართება.