მსოფლიო ჭადრაკის ორი ლეგენდის პირველი შეხვედრა

მსოფლიო ჭადრაკის ორი ლეგენდის პირველი შეხვედრა 1973 წელს გაიმართა.

ნონა გაფრინდაშვილმა ერთდროული თამაშის სეანსი ჩაატარა 8 უძლიერეს თბილისელ გოგონასთან:

1.მაია  ჩიბურდანიძე

2.მაკა ხანთაძე

3.მზია წერეთელი

4.მარგალიტა თანდაშვილი

5.ნინო გურიელი

6.ქეთევან გეგიძე

7.ქეთევან გაჩეჩილაძე

8.მაგული მამისთვალოვა

პირველად მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში, სეანსის ჩვენება საქართველოს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში  მიმდინარეობდა.

სეანსში ერთადერთი გამარჯვება იზეიმა მაია ჩიბურდანიძემ, ყაიმით დაასრულეს: მარგალიტა თანდაშვილმა და მზია წერეთელმა.

📷 საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია