იაპონიაში სწრაფი კვების ქსელ “მაცუიას” ზამთრის მენიუში ქართული კერძი “შქმერული” დაბრუნდა

28 იანვრიდან, იაპონიაში სწრაფი კვების ქსელ “მაცუიას” ზამთრის მენიუში ქართული კერძი “შქმერული” დაბრუნდა.

ზამთრის მენიუში “შქმერულის” შეტანიდან 5 წლისთავის აღსანიშნავად, კომპანიამ იაპონიაში მიიწვია ქ. ონის მერი, სერგო ხიდაშელი და შქმერის მოსახლეობის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში შქმერსა და მაცუიას შორის მეგობრობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.