2 თებერვალს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის მეორე საღამო გაიმართება. როგორც ორგანიზატორის SPARKS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მეორე საღამო მსმენელთა თხოვნით ტარდება.
I განყოფილება:
კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მუსიკა;
II განყოფილება:
სტიქსი ვიოლას, ორკესტრისა და შერეული გუნდისათვის;
საღამოში მონაწილეობენ: ნიკოლოზ რაჭველი & ეროვნული სიმფონიური ორკესტრი,
გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.
ვაჟთა გუნდი მძლევარი კახა ონაშვილის ხელმძღვანელობით.