2025 წლის 4-8 მარტს საქართველოს უნივერსიტეტი უმასპინძლებს მსოფლიოში ყველაზე ძველ სტუდენტურ საერთაშორისო კონკურსს მედიაციაში, რომელიც The International Academy of Dispute Resolution-ის (INADR) ორგანიზებით გაიმართება.
კონკურსი სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას შეეჯიბრონ საუკეთესო უნივერსიტეტების გუნდებს და გაიცნონ წამყვანი მედიატორები საერთაშორისო გამოცდილებით.