ჟაუტიკოვის 21-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა 1 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს:
სანდრო ჟღენტი – მათემატიკა, ოქროს მედალი;
ირაკლი შეროზია – მათემატიკა, ვერცხლის მედალი;
ცოტნე გიორგაძე- ფიზიკა, ვერცხლის მედალი;
ნიკოლოზ მელიქიშვილი – ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი;
საბა ფერაძე – ინფორმატიკა, ვერცხლის მედალი.
მირზა შანიძე – მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი;
ოლიმპიადა ყაზახეთის ქალაქ ასტანაში ჩატარდა. ტურნირი გუნდურ და ინდივიდუალურ შეჯიბრებას ითვალისწინებდა.
წელს ოლიმპიადა ოცდამეერთედ ჩატარდა და მასში 15 ქვეყნის 100-მდე გუნდი მონაწილეობდა.