თბილისში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, 25 იანვარს, 15 საათზე ბავშვთა საგუნდო ფესტივალის დასკვნით კონცერტი გაიმართება თბილისში მდებარე შერიგების ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიაში.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას.
ბავშვთა საგუნდო ფესტივალი ასურეთში, რომლის დროსაც ბავშვთა გუნდები გერმანულ სიმღერებს ასრულებდნენ, ჩატარდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გერმანულ უმცირესობებისთვის მხარდასაჭერი სახსრებით.